ოლიმპიადა


       ოლიმპიადისთვის  მოსამზადებლად მოსწავლეთა ჯგუფთან ჩასატარებელი გაკვეთილების პროგრამა  მათემატიკაში .   2018 – 2019 სასწ. წელი
პროგრამის მიზნები/ტიპი/ მიღწევის გზები
მათ. XI.1. მოსწავლეს შეუძლია რიცხვთა პოზიციური სისტემების/ნამდვილ რიცხვთა სიმრავლეების ერთმანეთთან დაკავშირება.
მათ. XI.2.მოსწავლეს შეუძლია ნამდვილ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება სხვადასხვა ხერხით და ამ მოქმედებათა შედეგის შეფასება.
მათ. XI.3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა-დასაბუთების სხვადასხვა ხერხების გამოყენება
მათ. XI.12. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო მონაცემების მოპოვება.
მათ. XI.13. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით და მათი ინტერპრეტაცია.
მათ. XI.14. მოსწავლეს შეუძლია შემთხვევითობის ალბათური მოდელების საშუალებით აღწერა.
მათ. XI.15. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და დასკვნების ჩამოყალიბება.
მათ. XI.11. მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურის კვეთებისა და გეგმილების გამოყენება სივრცული ფიგურის შესასწავლად.
მიღწევის გზები:
         მოახდენს ირაციონალური რიცხვის რაციონალური რიცხვების მიმდევრობით მიახლოების დემონსტრირებას პრაქტიკულ ამოცანებთან დაკავშირებული გამოთვლების კონტექსტში;
·            იმსჯელებს რაციონალურ და ირაციონალურ რიცხვებს შორის განსხვავებაზე მათი პოზიციური სისტემის გამოყენებით ჩაწერისას.
      გაამარტივებს ნამდვილ რიცხვებზე მოქმედებების (მათ შორის ხარისხისა და ლოგარითმის) შემცველ გამოსახულებას ან პოულობს მის მნიშვნელობას  მოქმედებათა თვისებების, თანმიმდევრობისა და მათ შორის კავშირის გამოყენებით;
·      აღწერს შემთხვევითი ექსპერიმენტის ელემენტარულ ხდომილობათა სივრცეს, ითვლის დამოუკიდებელ ხდომილობათა ალბათობებს (მათ შორის ჯამის ალბათობის ფორმულების გამოყენებით);
·      ითვლის რთულ ხდომილობათა ალბათობებს კომბინატორული ანალიზის გამოყენებით;


         იმსჯელებს სივრცული ფიგურის კვეთის შესაძლო ფორმაზე და ააგებს სივრცული ფიგურის მითითებულ კვეთას;
დასამუშავებელი საკითხები
ირაციონალური, ტრიგონომეტრიული, ლოგარითმული და კვადრატული განტოლებების ამოხსნა, მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა, ხდომილობათა ალბათობები და ელემენტარული ხდომილობები, მრავალკუათხედები და მათი თვისებები, სივრცული ფიგურები და მათი თვისებები.
აქტივობები       
1.თეორიული საკითხების გააზრება, გაგება
2.პრაქტიკული ამოცანების ამოხსნა და თეორიულ მასალასთან  სინთეზი
3.წინა წლების ტესტების დამუშავება
აქტივობების განხორციელების დრო
18.10,  19.10, 22.10, 23. 10,  24.10, 25 .10 ,   26. 10, 29.10, 30.10, 31. 10, 01. 11, 02. 11, 05.11, 06. 11, 07.11, 08.11, 09.11, 12. 11, 13. 11, 14.11, 15.11, 16.11– მდე.
გამოყენებული ლიტერატურა
ციფრული:http://www.naec.ge/images/doc/OLIMP/matematika-olimp-2-test-2014.2015, 2016, 2017 pdf
სახელმძღვანელო: გ. გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე – მათემატიკა  X-XI-XII  კლასები;
ს. თოფურია  – მათემატიკა; ღვაბერიძე – მათემატიკა
დ. გოშხეთელიანი – ტესტების კრებული მათემატიკაში. აიმც - ს კრებულები ალგებრა და გეომეტრია. ვ. კობაიძე, ი. სამხარაძე




No comments:

Post a Comment

VII კლასი/გაკვეთილის  ფრაგმენტები/