მიზანი
და შინაარსი
აღნიშნული
ბლოგი, საგანმანათლებლო მიზნით შევქმენი 2018- 2019 სასწავლო წლის დასაწყისში. შევეცადე
ბლოგი შინაარსობრივად განვრცობილი და ამავე დროს, კონკრეტული პრაქტიკული ინფორმაციით იყოს დატვირთული.
ბლოგი განკუთვნილია
როგორც მასწავლებელთათვის, მათთან კოლეგიალური ურთიერთთანამშრომლობისა და სიახლეთა
გაზიარების მიზნით, ასევე მოსწავლეთა და მშობელთა იტერაქცია - უკუკავშირისათვის.
ბლოგზე წარმოდგენილი
სხვადასხვა საგანმანათლებლო მეთოდური საკითხები დამეხმარება მეც და ყველა დაინტერესებულ
პირს, სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვასა და წარმართვაში.
ბლოგის მიზანია
ჩემი საქმიანობის აღრიცხვა, კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობის
ხელშეწყობა, რათა საინტერესო და პროდუქტიული გახდეს სასწავლო პროცესი.
ვცდილობ, მივიღო
სწავლა-სწავლების პრობლემებთან, ჩემ პროფესიულ
საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მეტი მოსაზრება, რომელიც დამეხმარება არა მარტო ბლოგის დახვეწაში,
არამედ შემდგომი სამუშაო პროცესის უკეთ წარმართვაში.
No comments:
Post a Comment